ბავშვთა უფლებების კოდექსი

როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ ბავშვები ძალადობისგან,- ამას კანონი მალე დაარეგულირებს.

საქართველოს პირველად ბავშვთა უფლებების კოდექსი ექნება. ის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შეიმუშავა.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ დოკუმენტით ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია მოხდება.

კოდექსით აკრძალული იქნება ბავშვის ფიზიკური დასჯა ან სხვა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჯანდაცვის სისტემასა და ყველა სივრცეში, სადაც ის შეიძლება მოხვდეს.

პარლამენტი კანონპროექტზე მსჯელობას, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს.

 

დატოვე კომენტარი