ბავშვთა უფლებების კოდექსი - უნდა დაიხვეწოს თუ არა კანონმდებლობა

უნდა დაიხვეწოს თუ არა კანონმდებლობა? – პარლამენტში შეფასებები კეთდება. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ამის შესახებ რეკომენდაცია სპეციალურმა ჯგუფმა უნდა გასცეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების პრევენციისთვის კომპლექსური ღონისძიებები უნდა გატარდეს. სოფო კილაძე დაინტერესებულ მხარეებს ბავშვთა კოდექსზე მუშაობაში ჩართვას სთავაზობს.