ბავშვთა უფლებათა კონვენცია

გაერო-ს ბავშვთა უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილე. ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. სიტყვით იუსტიციის მინისტრი გამოვიდა.

თეა წულუკიანმა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 4000-ზე მეტი არასრულწლოვანი და 21 წლამდე ახალგაზრდა ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში 2010 წლიდან დღემდე, ხოლო განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი დაბალია. ღონისძიების ბოლოს თეა წულუკიანმა და გიორგი გოგაძემ სოციალური მუშაკები და მედიატორები დააჯილდოვეს.