ბავშვთა სიღარიბე და ძალადობა

სახალხო დამცველი მზრუნველობამოკლებული ბავშვების მიმართ შემუშავებულ პოლიტიკას აკრიტიკებს.

საკუთარ ანგარიშში ნინო ლომჯარია სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს. ამ შეფასებამდე ომბუდსმენის აპარატმა 43 საოჯახო ტიპის სახლი, ასევე ის ოჯახები შეამოწმა, სადაც მინდობით გაზრდაში მყოფი ბავშვები იზრდებიან. მონიტორინგის ჩატარების შემდეგ, ომბუდსმენი განსაკუთრებულ პრობლემად, ბენეფიციარებს შორის ძალადობას და სოციალური მუშაკების მცირე რაოდენობას ასახელებს. სახელმწიფო ზრუნვის სფეროში არსებულ პრობლემებზე, თავად მზრუნველობამოკლებული ბავშვებიც საუბრობენ. ომბუდსმენის დღევანდელი შენიშვნების მთავარი ადრესატი, ჯანდაცვის სამინისტროა, სადაც ანგარიშის ნაწილს არ ეთანხმებიან.