„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვენ

ბავშვთა სამყაროს დაზარალებული მოვაჭრეები მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობასთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მომიტინგეების განცხადებით, გამოძიება ჭიანურდება და მათთვის კომპენსაციები ამ დრომდე არ გადაუხდიათ.

აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლაც სცადეს, თუმცა ამის უფლება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.