ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე

არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონო დამზადება-გასაღების და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა, თუმცა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროცესზე ასევე იმსჯელეს მტკიცებულებათა დასაშვებობაზე, თუმცა განხილვის დასრულება დღეს ვერ მოესწრო და საკითხზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 24 იანვარს გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლოზე სამი პირის, მათ შორის დედა-შვილის და ავსტრალიის ერთი მოქალაქის საქმე განიხილიებოდა. ბრალდების ინფორმაციით, პროკურატურის მტკიცებულებებს შორისაა სატელეფონო ჩანაწერები, პირადი მიმოწერები და ასევე საბანკო გადარიცხვები, რაც ადასტურებს რომ პორნოგრაფიული მასალის გადაღება ბრალდებულებს შორის წინასწარი შეთანხმებით ხდებოდა.

ადვოკატები ბრალდების მხარეს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ საქმეში დაკავებულთა ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

დატოვე კომენტარი