ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღე
15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები მოინახულა და მათ მშობლებსა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის აგვისტოდან ქვეყანაში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს. 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარებს, სახელმწიფო, საქართველოსთან ერთად, მკურნალობას ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში უფინანსებს. ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 195 ბენეფიციარი ჩაერთო.