ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი „უნისონი 2026“ 

12:16, 16.08.2026

ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი „უნისონი 2026“ გაიმართა.
ფესტივალს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ონის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ ანსამბლი „ქართული ხმები“ და კვარტეტი „უნისონი“.
ფესტივალში, მონაწილეობდნენ რეგიონის ფოლკლორული და შემოქმედებითი ანსამბლებიც.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა და სამომავლოდ ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

მსგავსი