ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლობით ხორციელდება. ის სრულად დაფარავს აჭარისა და მიმდებარე რეგიონების საჭიროებებს. პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა გათვლილი და თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს. შენობის პირველ სართულზე ჰემოდიალიზის ცენტრი მოეწყობა.