ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია

ბავშვთა მიმართ ძალადობის დასაძლევად, ორგანიზაციამ „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ სტრატეგიული დოკუმენტი წარადგინა. ტექსტი შვიდპუნქტიანია და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს სთავაზობს ამ საფეროში მომუშავე ორგანიზაციებს. ავტორების განცხადებით, ბავშვთა მიმართ ძალადობა კომპლექსურ მიდგომებს საჭიროებს და მხოლოდ ერთი განზომილებით ძალადობის აღმოფხვრა შეუძლებელია.