ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა – თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში სხვადასხვა აქტივობა და კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი. მთაწმინდის პარკში ცენტრალურ მოედანზე სადღესასწაულო პროგრამა 22:00 საათამდე გაგრძელდება. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში პატარა სტუმრებისთვის საბავშვო კონცერტები, ანიმატორებისა და ილუზიონისტების შოუები, დრამერების გამოსვლა და სახალისო თამაშები გაიმართება. გასართობი აქტივობების პარალელურად, საბაგიროს ზედა სადგურზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.