ბავშვის ოჯახიდან გაყვანის შეცვლილი წესი

როგორ მუშაობს ოჯახიდან ბავშვების გაყვანის წესში შეტანილი ცვლილებები – წელიწადზე მეტია, სოციალურ მუშაკს არასასურველი გარემოდან ან მოძალადე ოჯახიდან არასრულწლოვნის განრიდებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში მოსამართლე ბავშვის განრიდებას არ დაეთანხმა, რასაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, პოზიციების ვერ გატანის მიუხედავად, მაინც მაღალ სტანდარტად მიიჩნევს. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მოსამართლის გასხვავებული პოზიციის გამო სოციალურ მუშაკსა და სასამართლოს შორის დავა იწყება. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი „მოამბის“ ობიექტივში მოხვდა.