ბავშვების უფასო სტომატოლოგიური კაბინეტი ონში

ჯანდაცვის მინისტრმა ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ახლად გახსნილი სტომატოლოგიური კაბინეტი მოინახულა, რომელიც ბავშვებს  უფასო მომსახურებას გაუწევს.

სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროსა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი მუშაობის შედეგად გაიხსნა.  მიხეილ სარჯველაძის  განმარტებით, ონში ბავშვებისთვის სტომატოლოგიური კაბინეტის საკითხი, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციის საგანი იყო. სახელმწიფომ კი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კაბინეტი გახსნა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მაისში დანიურმა ფონდმა „ფეა თრიიზმა“ გაავრცელა განცხადება, ონის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პროექტის შეჩერების შესახებ, რომლის მიზანიც – რეგიონის მასშტაბით ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური მომსახურება იყო. პროექტის გატანის მიზეზად ფონდმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დაასახელა.