„ბაუსტარის“ მენაშენეები კორპუსის მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ

გერმანული სამშენებლო კომპანია ბაუსტარის მენაშენეები კორპუსის მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ.

დიღომში, დინამოს საფეხბურთო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობა  დაახლოებით ექვსი თვეა შეჩერებულია. სამუშაოების დროებით შეწყვეტის შესახებ განჩინება სასამართლოს პირველმა ინსტანციამ, დინამოს დირექტორის რომან ფიფიას სარჩელის საფუძველზე მიიღო. როგორც ფიფიას მრჩეველი განმარტავს, 17-სართულიანი კორპუსის მშნებლობის შემთხვევაში, საფეხბურთო ბაზა თავის სტატუსს დაკარგავს.  თუმცა, მენაშენეები დიღომში აღნიშნულ ტერიტორიასთან მიმართებაში, ფიფიას მხრიდან სხვა ინტერესებს ხედავენ. მათი თქმით, მშენებლობა კანონიერია, რასაც მერია და საკრებულო ადასტურებს.

ირკვევა, რომ თუ შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების თანახმად, მშენებლობა აღარ გაგრძელდება. გერმანელი ინვესტორი მენაშენეებს გადახდილ თანხას უკან არ დაუბრუნებს.

 

დატოვე კომენტარი