ბათუმში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა, დაიტბორა ქუჩები. უხვი ნალექის შედეგად, მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ზურაბ პატარაძემ სტიქიის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახი მოინახულა, სადაც განსაკუთრებით რთული ვითარება იყო შექმნილი. მთელი დღის განმავლობაში: ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა ლოკაციაზე ინტენსიურად მიმდინარეობდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. პროცესში კოორდინირებულად იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.