ბათუმში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ბათუმში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. დატბორვასთან დაკავშირებით მერიაში ჯამში 100-ზე მეტი ზარი შევიდა. სულ ათამდე ქუჩა დატბორა. ამოტუმბვითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. სალიკვიდაციო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. დატბორილ მონაკვეთებზე შეფერხებით მოძრაობდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მარშრუტების ცვლილება ხორციელდებოდა გზებზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით და საჭიროებისამებრ ოპერატიულად იცვლებოდა. ელექტროავტობუსების გადაადგილება შეჩერებული იყო, თუმცა ამ დროისთვის მათი გადაადგილება აღდგენილია. წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ დაფიქსირებულა. დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, ბათუმის მერიის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია განიხილავს და დადგენილი წესის შესაბამისად მოხდება ზიანის ანაზღაურდება. რეგიონში მეწყრული პროცესები 10-მდე ლოკაციაზე დაფიქსირდა. მათ შორის მწვანე კონცხის, ურეკის და გონიო-კვარიათის მიმართულებით. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თითოეულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები ფერდსამაგრი კედლების მოწყობის მიზნით.