ბათუმში ტურისტული სეზონი გაიხსნა

დღეიდან ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სეზონი ტრადიციულად საზაფხულო ფესტივალით დაიწყო, რომელიც სტუმრებს ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობს შესთავაზებს. ანბანის კოშკის მიმდებარედ განთავსებულია საზაფხულო დეკორაციები, სტუმრების განწყობაზე კი მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ. ფესტივალის ფარგლებში ასევე იმართება გამოფენა-გაყიდვაც, რომელშიც 150-მდე მეწარმის ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტებია წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი იფუნქციონირებს, რომლებიც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებენ.