ბათუმში, ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში ხანძარმა პროდუქცია გაანადგურა. ცეცხლი წუხელ „ტექნობუმს“ გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. დამწვარია დაახლოებით 250 კვ.მ. ფართი.

მაღაზიაში ტექნიკის ნაწილი განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, ზარალი მილიონ ლარზე მეტია.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება უკვე დაწყებულია.