ბათუმში, სასტუმრო “შერატონთან” ბიზნესმენ გოჩა გუგუნავას მხარდამჭერები არიან შეკრებილები

15:08, 14.07.2018

ამ წუთებში კი ბათუმში, სასტუმრო “შერატონთან” ბიზნესმენ გოჩა გუგუნავას მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი პრეზიდენტისგან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სწორედ გუგუნავას კანდიდატურის დასახელებას ითხოვენ. სასტუმროში იმყოფება გიორგი მარგველაშვილიც.

გუგუნავას მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხვდებიან. პირველი არხის ინფორმაციით, მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით, მარგველაშვილი დამატებითი განმარტებების გაკეთებას ადგილობრივი ტელევიზიის საშუალებით გეგმავს.

 

მსგავსი