ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება - კორპუსის ნანგრევებში სამ ადამიანს ეძებენ

თითქმის 24 საათია, ბათუმში სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება – ნანგრევებში ამ დროისთვის სამ ადამიანს ეძებენ. მათ შორისაა 12 წლამდე მოზარდი და ორი სრულწლოვანი პირი. მაშველები მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ. ნანგრევებიდან შვიდი ადამიანის გამოყვანა უკვე მოხერხდა, მათგან ექვსი გარდაცვლილია, არიან მცირეწლოვნებიც.

სამაშველო ოპერაცია უწყვეტად მიმდინარეობს, ადგილზე 300 მეხანძრე მაშველი და მძიმე ტექნიკა მუშაობს. მომხდარზე სამი ადამიანი უკვე დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი ამავე კორპუსის პირველ სართულზე მაცხოვრებელი მამაკაცია, რომლიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა.

რამ გამოიწვია ნგრევა, დაშენებამ თუ სარდაფში მიმდინარე სამუშაოებმა, ამას გამოძიება დაადგენს – ირმა ჭოლაძე დეტალებით.

დატოვე კომენტარი