ბათუმში სამაშველო ოპერაცია დასრულდა

ბათუმში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 30 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მეხანძრე მაშველები ამ დრომდე რჩებიან ტრაგედიის ადგილზე, სადაც გუშინ 7-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ნგრევის დროს კორპუსში იმყოფებოდა ათი ადამიანი. მიმდინარე სამუშაოების დროს მაშველებმა შეძლეს ათივე ადამიანის მიკვლევა. სამწუხაროდ, ცხრა მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა. კლინიკაში მიყვანის შემდეგ, გარდაიცვალა 36 წლის ქალი. ექიმები ამ დრომდე ცდილობენ ამავე ასაკის მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენას, ის მძიმე მდგომარეობაში კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია.

წინასწარი ინფორმაციით, სადარბაზოს ჩამოშლა, შესაძლოა, გამოეწვია პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს. ბინის მესაკუთრე დაკავებულია, ასევე დაკავებულია ორი პირი, რომელიც უშუალოდ აწარმოებდა ამ სამუშაოს.

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე იმყოფება ირმა ჭოლაძე – უახლესი ამბებით ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.