ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა ძვირდება

სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა ძვირდება ბათუმში.

პირველი თებერვლიდან მგზავრები 40-ის ნაცვლად 50 თეთრს გადაიხდიან. ტარიფის 10 თეთრით მატების გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

ოპოზიციის კრიტიკის ფონზე, უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო.

როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას ბათუმის მცხოვრებლები – მერაბ წულუკიძის სიუჟეტი.