ბათუმში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა

15:22, 24.09.2018

ბათუმში, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მცირე ინციდენტი მოხდა.

სიტყვით გამოსვლისას დარბაზიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ ზურაბიშვილს შეძახილებით მიმართა. მანამდე კი, განცხადება გაავრცელა „ქართულმა ოცნებამ“, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოსალოდნელი იყო პროვოკაციები.

მსგავსი