ბათუმში საინვესტიციო ფორუმი მიმდინარეობს

ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი საინვესტიციო ფორუმი მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები და საფინანსო ორგანიზაციები მონაწილეობენ.

საუბარია საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ქვეყნის სავაჭრო პოტენციალსა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მნიშვნელობაზე.