ბათუმში საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა

ბათუმში დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი გაიხსნა. ფორუმი, საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება.

ფორუმის მიზანია, კადრების მომზადების პროცესში, პოტენციურ დამსაქმებელთა აქტიური ჩართვა. საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ფორუმი აძლევს საშუალებას შეხვდნენ უშუალოდ დამსაქმებელს და განაცხადი გააკეთონ მათთვის სასურველ პოზიციებზე.

ფორუმი საზღვაო აკადემიის მიღწევების გამოფენით დასრულდება და სტუდენტებს დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები პირისპირ გაესაუბრებიან.