ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

21:13, 08.10.2021

ბათუმის 26 მაისის ქუჩა შემზარავი ტრაგედიის ადგილად დილის 12 საათისთვის იქცა.

მასშტაბური ნგრევის ერთ-ერთ ვერსიად კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და საყრდენი კედლის მონგრევა სახელდება. გამოძიება დაწყებულია. საბედნიეროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საფრთხე არ ემუქრება იმ მცირეწლოვნის სიცოცხლეს, რომელიც სადარბაზოს ჩამონგრევიდან მალევე ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ავტომობილიდან ამოიყვანეს. 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ჩამონგრეულ სადარბაზოს ორი სართული დაშენებული ჰქონდა. კორპუსი საკმაოდ ძველია – ის დაახლოებით 70-იან წლებშია აშენებული, რამდენიმე წლის წინ კი ხუთსართულიან კორპუსს ორი სართული დააშენეს.

მსგავსი