ბათუმში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

18:14, 07.06.2020

ბათუმში მშენებლობაზე 28 წლის მამაკაცი დაიღუპა. ის მე-16 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მიზეზი სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. სამუშაოებს  შპს „სი ემ სი მეზღვაური“ აწარმოებს. ქალაქის მერიაში აცხადებენ, ამ კომპანიის მიმართ უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სამართალწარმოება იანვარში დაიწყო და კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდა. მომხდარზე გამოძიება  დაიწყო.

მსგავსი