ბათუმში მეორე დღეა ინტენსიურად თოვს

ბათუმში  მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. ამ დროისთვის თოვლს ქალაქისთვის პრობლემები არ შეუქმნია. მობილიზებულია ტექნიკა და ცენტრალური ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც მერიაში განაცხადეს, მუშაობს ცოცხალი ძალაც, რომელიც თოვლის საფარისგან ტროტუარებს ასუფთავებს.

ასევე ბათუმის ვიცე-მერის განმარტებით, ქალაქს ელექტროენერგია და გაზი შეუფერხებლად მიეწოდება.