ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე გუშინ მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, მას დაახლოებით 7-ჯერ ესროლეს. მამაკაცს სამი ტყვია ფეხში, ერთი კი ხელის მტევანზე მოხვდა.

დაშავებულს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის უცნობია თავდასხმის ზუსტი მიზეზი. თვითმხილველთა განცხადებით, შემთხვევა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.