ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სახანძრო-სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ბინაში საყოფაცხოვრებო ნივთებს გაუჩნდა. ადგილზე ხუთი სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის დროს ბინაში ოჯახი არ იმყოფებოდა.