ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მერაბ წულუკიძე ბათუმიდან უახლესი ინფორმაციით

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა – მერაბ წულუკიძე ბათუმიდან უახლესი ინფორმაციით.

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მას დახმარებას ადგილზე მყოფი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი გაუწევს.

საცხოვრებელი კორპუსის მიშენება ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყვნენ კორპუსში მცხოვრებლები, რომელთა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მოამბე