ბათუმში კერძო საბავშვო ბაღის პედაგოგს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ
ბათუმელი მარიკა ვაშაყმაძე კერძო საბავშვო ბაღის „მაგადასკარი“ პედაგოგს შვილის ცემაში, დირექტორს კი შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს.
4 წლის ბიჭის დედის განცხადებით, ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა.
ფაქტის შესახებ ბავშვმა დედას თავად შეატყობინა და ერთ-ერთი პედაგოგი დაადანაშაულა. ვაშაყმაძემ პოლიციასა და სკოლის დირექტორს მიმართა.
ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
დირექტორი ბრალდებებს უარყოფს და მშობელს პროვოკაციაში ადანაშაულებს.