ბათუმში "ჯაზ ფესტივალი" გრძელდება

ბათუმში “ჯაზ ფესტივალი” გრძელდება. ჯგუფ ფიუჯისის” ყოფილი წევრი და მუსიკალური პროდიუსერი უაიკლეფ ჟანი ქალაქის კორტებზე დღეს კონცერტს გამართავს.

როგორც ჟანმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, საქართველოში ყოფნა მისთვის დიდი პატივია. მელომანებს კი შემსრულებელი განსაკუთრებულ შოუსა და დროში მოგზაურობას ჰპირდება.

2018 წლის რიგით მეთორმეტე „ბლექ სი ჯაზ ფესტივალის“ მუსიკალური საღამოები ხვალ, 22 ივლისს დასრულდება.