ბათუმში ინგრიდის კონცერტი გაიმართა

ბათუმში ინგრიდის კონცერტი გაიმართა.

იტალიელი წარმოშობის ფრანგულენოვანმა მომღერალმა ბათუმის ბულვარში საათნახევრიანი პროგრამა წარმოადგინა.

ნაცნობ ჰიტებთან ერთად, მან ახალი კომპოზიციებიც შეასრულა, მათ შორის, ერთი სიმღერა სოფო ხალვაშთან ერთად იმღერა. სცენაზე პატარა ქართველ მაყურებლებთან ერთად იცეკვა და ბოლო სიმღერის დროს მაყურებელთა რიგებში გადაინაცვლა.

ცნობილი ტანგოს შესრულების დროს ინგრიდთან სცენაზე უხუცესთა ანსამბლის „ბერმუხას“ მოცეკვავეები ავიდნენ, რომლებმაც ტანგოს მუსიკაზე აჭარული ცეკვის ილეთები შეასრულეს.

კონცერტი ბათუმის ბულვარის ორგანიზებით გაიმართა.