ბათუმში „ღამის სერენადები“ გაიხსნა

„ღამის სერენადები“ გაიხსნა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში.

ფესტივალი წელს მეთერთმეტედ იმართება. საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგნენ ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლები – სანდრო ნებიერიძე და დავით შამანაური.

საფესტივალო ორკესტრს „ვირტუოზები საქართველოდან“ ვახტანგ მაჭავარიანი დირიჟორობდა.

ფესტივალის ფარგლებში ბათუმში კიდევ რამდენიმე კონცერტი გაიმართება, შემდეგ კი ფესტივალი თბილისში გაგრძელდება და 4 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაიხურება.