ორი დღის წინ ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან, მდუმარე აქცია გამართეს. ისინი გოგონას გარდაცვალებაში სწორედ რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ, რადგან, მათი განცხადებით, მედიკოსებმა აპენდიციტის დიაგნოზი დროულად ვერ დაუსვეს, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.
აქციის მონაწილეები ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ. გარდაცვლილს ხვალ დაკრძალავენ, პროტესტის ნიშნად კი აპირებენ მიცვალებული საავადმყოფოს ეზოში რამდენიმე წუთით დაასვენონ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.