ბათუმში ფრანების ფესტივალი ჩატარდა

ფრანების ფესტივალი ბათუმში – ზღვის სანაპიროზე 100-მდე სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრანი გაუშვეს, გაიმართა ფრანების შოუ და მასტერკლასები მსურველებისთვის.

ფესტივალს მუსიკალურად დიჯეები აფორმებენ. ფრანების ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება და ის ორ დღეს გაგრძელდება.