ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ გრძელდება
ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ გრძელდება. წვიმის გამო გუშინ დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა და დღეს განახლდა. მონაწილეობს 200-მდე მეწარმე. ევროპის მოედანზე მოწყობილია კვების სივრცეები, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას, დააგემოვნონ სოფლის ნობათი და ტრადიციული კერძები. პარალელურად, თიხაზე მუშაობის, ქარგვისა და კულინარიული მასტერკლასები იმართება. ფესტივალზე აჭარის სოფლებია წარმოდგენილი. საღამოს კი კონცერტი გაიმართება.