ბათუმში ძარცვის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

4 დეკემბერს ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში ძარცვის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.