ბათუმში დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

15:13, 21.10.2021

ბათუმში, ნარკოლოგიურ ცენტრთან მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, ნიღბიანმა პირმა 50 წლამდე მოქალაქეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ბათუმის ნარკოლოგიურ ცენტრთან სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც.

მსგავსი