ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

ამ დრომდე ბათუმის მთავარ სამმართველოში რჩება გუშინ აქციაზე დაკავებული 9 პირი. მათ შორის არის ონლაინ გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლს ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

პატიმრობაში იმყოფება ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა პირი. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ ბრალი. კიდევ სამი დემონსტრანტი კი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული.

როგორ ვითარდებოდა მთელი ღამის განმავლობაში მოვლენები ბათუმში და რას აცხადებენ დაკავებულთა უფლებადამცველები – მერაბ წულუკიძის ჩართვა ბათუმიდან.