ბათუმში 9 აპრილს დაღუპულები გაიხსენეს

9 აპრილს დაღუპულები გაიხსენეს ბათუმში. ზღვისპირა პარკში მემორიალურ დაფასთან მივიდნენ ოპოზიციისა და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები.

9 აპრილი დღეს უშუალო თვითმხილველებმაც გაიხსენეს. მიმდინარე წლის აგვისტომდე ზღვისპირა პარკში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება. თითქმის 28 წელია პარკში მხოლოდ მემორიალური დაფა დგას.  ბათუმის მერიის განცხადებით, უკვე შერჩეულია მემორიალის ესკიზი, გამოცხადებულია ტენდერი.