„ბათუმობა 2025“ 3 და 4 მაისს საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება. ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე მუსიკისა და ქართული ფოლკლორის კონცერტები ჩატარდება.
სპეციალურად განთავსებულ დახლებსა და ჯიხურებში მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, გასტრონომიული კუთხე. 4 მაისს, საზეიმო ვითარებაში საპატიო ბათუმელების დაჯილდოება გაიმართება. „ბათუმობა 2025“ გალაკონცერტით დასრულდება.