ბათუმობა 2025 გრძელდება. ზღვისპირა ქალაქში კულტურული და თეატრალური წარმოდგენები დღესაც გაიმართება. იგეგმება საპატიო ბათუმელების დაჯილდოება. საღამო გალა-კონცერტით დასრულდება. ბათუმში სახალხო ზეიმი გუშინ დაიწყო. ბულვარში არაერთი მუსიკალური ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, „კახაბერი და ხანუმების“ კონცერტი. მოეწყო გამოფენა – გაყიდვებიც.