ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა

ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა. საქართველოს ზღვისპირა ქალაქმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მიიღო. დაჯილდოება კუნძულ მალორკაზე გაიმართა. წარდგენილი იყო იტალიის, ბულგარეთის, ჩეხეთის ქალაქები. „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა ბათუმის მერმა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ და მთავრობის დელეგაციის წევრებმა მიიღეს.