ხმაურის ფონზე ჩაიარა რექტორის არჩევნებმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც რექტორის პოსტზე „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი ვიცე-სპიკერი, ტიტე აროშიძე აირჩიეს. სტუდენტების ნაწილი ამ საკითხს პროტესტით შეხვდა. უნივერსიტეტში საკითხზე დილიდან იყო ხმაური. სტუდენტები ამბობენ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება არა უნივერსიტეტის, არამედ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.