ბათუმი აქტიური ტურისტული სეზონის მოლოდინშია. ზღვისპირა ქალაქში დამსვენებლების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა, რასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მზარდი სტატისტიკაც ადასტურებს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, ფრენები კი მესამედითაა მომატებული. სეზონი ოფიციალურად ივნისის შუა რიცხვებში იხსნება, თუმცა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ქუჩებში უკვე მრავლად შეხვდებით. ოპტიმისტური მოლოდინების პარალელურად, დღის წესრიგში კვლავ რჩება ინფრასტრუქტურული გამოწვევები: საცობები, პარკირების სივრცეების ნაკლებობა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. არის თუ არა ბათუმი მზად 2026 წლის ზაფხულისთვის და მოასწრებს თუ არა მერია დაწყებული პროექტების დროულად დასრულებას? — მერაბ წულუკიძისა და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები