ბათუმის ტურისტული ნომინაცია

დღეს გაირკვევა, შეძლებს თუ არა ბათუმი ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მოპოვებას. პორტუგალიაში, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ „ვორლდ თრეველ ევორდსის ჯილდოზე ბათუმი პირველად არის წარდგენილი და ტიტულის მოსაპოვებლად, მას ისეთ ქალაქებთან უწევს კონკურენცია, როგორებიცაა სოფია, მატერა, ბაქო, ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარი  და დერი.

ბათუმისთვის ხმის მიცემა, ნებისმიერ მსურველს, 28 აპრილის ჩათვლით, ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო. ღონისძიებაზე დასასწრებად პორტუგალიაში იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად. დაჯილდოების ცერემონია პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე, საქართველოს დროით, 23:00 საათზე დაიწყება.