ბათუმის შემოვლითი გზის 13 კმ-ანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება

ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება, – სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაია ცქიტიშვილთან ერთად გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა ახლად აშენებული გვირაბი დაათვალიერა და მიიღო ინფორმაცია პროექტის ტექნიკური პარამეტრების, არსებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის თავისებურებებისა და სამშენებლო ტექნოლოგიების შესახებ.

პროექტის დასრულების შემდეგ, გზის ამ მონაკვეთის დასაფარად საჭირო დრო, 30-40 წუთიდან 8 წუთამდე შემცირდება.

მამუკა ბახტაძე ადგილზე მყოფ ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსაც გაესაუბრა, რომლებიც პერიოდულად სამუშაოებზე დასაქმდებიან.