„ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“ იუნესკოს პატრონაჟი კიდევ ერთხელ მიენიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, ფესტივალის გენერალურმა მდივანმა და ორგანიზატორებმა, ოფიციალური წერილი მიიღეს. წლის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა ბათუმში 2026 წლის 21-დან 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. იუნესკოს ოფიციალურ წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ბათუმის ფესტივალის მიზნები სრულად ემთხვევა ორგანიზაციის ფუნდამენტურ ღირებულებებს.